ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლომბაინის სკოლაში მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა


დღეს, სრულდება 10 წელი კოლორადოს შტატის კოლომბაინის სკოლაში მომხდარი ტრაგედიიდან.1999 წელს, კოლომბაინის სკოლაში ორი მოსწავლე საკლასო ოთახში შეიჭრა და 12 თანაკლასელი და მასწავლებელი გამოასალმა სიცოცხლეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი.ორმა თავდამსხმელმა, მოგვიანებით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.იარაღიდან ცეცხლის გახსნამდე, ერიკ ჰარისმა და დილან კლებოდმა თვითნაკეთი ბომბების დეტონირება სცადეს.დღეს, მთელი კოლორადოს ტერიტორიაზე გლოვაა გამოცხადებული. გუშინ, ასობით ადამიანმა მოიყარა თავი ტრაგედიის ადგილას და დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

XS
SM
MD
LG