ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კუბასა და ვენესუელასთან ურთიერთობებში პოზიტიურ ნიშნებს ხედავს



ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კუბასა და ვენესუელასთან ურთიერთობებში პოზიტიურ ნიშნებს ხედავს.

გუშინ, ტრინიდადსა და ტობაგოში ამერიკის სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულებისას, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანასთან, სხვადასხვა საკითხის ირგვლივ დიალოგის შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. მაგრამ, მან დასძინა ისიც, რომ ყველაფერი მარტო სიტყვებში როდია, არამედ საქმეშიც. ობამამ, კუბის მიმართ უკვე გააუქმა გარკვეული ეკონომიკური აკრძალვები და აღნიშნა, რომ 47 წლიანმა ემბარგომ ვერ გაამართლა. ამასთან, გაადვილდა მგზავრობა კუბაში. გუშინ, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კუბამ უნდა დაამტკიცოს რომ მზად არის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შეერთებულ შტატებთან. ამისთვის, კი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო--პოლიტპატიმრების განთავისუფელბა და ამერიკიდან კუბური წარმოშობის მოსახლეობის მიერ ფულად გზავნილებზე ტარიფების შემცირება.


XS
SM
MD
LG