ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეას ბირთვული სამუშაოების განახლებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება


საერთაშორისო ატომური სააგენტოს თავკაცი მოჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული დაპირისპირების განმუხტვა მხოლოდ მოლაპარაკებების საშუალებითაა შესაძლებელი. მისი თქმით, ექვსმხრივი მოლაპარაკებები განახლდება და ფხენიანი სააგენტოს დამკვირვებლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ხელახლა დართავს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული სამუშაოების განახლებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება. ბარადეი ამბობს, რომ იგი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ამასწინანდელმა გამოსვლამ დააიმედა, როდესაც ობამამ და მედვედევმა კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგის გამართვას დაუჭირეს მხარი და საკუთარი ბირთვული არსენალების შემცირებაზეც ისაუბრეს.


XS
SM
MD
LG