ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტს ჯაშუშობისათვის 8 წელი მიუსაჯეს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ახლახანს გასამართლებული ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ქალისათვის მიუკერძოებელი მართმსაჯულების აღსრულება მოითხოვა. ირანის პრეზიდენტმა წერილი გაუგაზავნა თეირანის მთავარ პროკურორს, სადაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი როქსანა საბერისთვის სამართლიან მოპყრობას მოითხოვს. 31 წლის ჟურნალისტს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის 8 წელი მიუსაჯეს. როქსანა საბერის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება. საერთაშორისო ორგანიზაციამ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აღნიშნულ სასამართლო პროცესს, ირანის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა.

XS
SM
MD
LG