ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ვაზირისტანის რეგიონში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან გასროლილმა რაკეტამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხუთი დაიჭრა.

სამხრეთ ვაზირისტანი პაკისტანელი თალიბების ლიდერის ბაითულა მესუდის დასაყრდენია, რომელსაც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ადანაშაულებენ. საჰაერო თავდასხმა პაკისტანელი შახიდის გუშინდელ ტერაქტს მოჰყვა, რომლის დროსაც კამიკაძემ ასაფეთქებებლი ნივთიერებიტ დატვირთული ავტომანქანა სამხედრო კოლონას შეაჯახა. აფეთქების შედეგად 25 პაკისტანელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა ორ მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად. ჰანგუს პროვინიცაში განხორციელებული ამ ტერაქტის დროს უშიშროების სამსახურის 62 თანამშრომელი დაიჭრა.


XS
SM
MD
LG