ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კონფერენციას შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ


გაეროს კონფერენციას,რომელიც რასიზმის წინააღმდეგ არის მიმართული შეასაძლოა დასავლეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადონ. ჯენევაში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგი უკვა დაიწუნა შეერთებულმა შტატებმა, ჰოლნადიამ და ავსტრალიამ. კონფერენციას არ დაესწრებიან კანადა და ისრაელი. ამ ქვეყნებს კონფერენციაზე ისრაელის წინააღმდეგ მოსალოდნელი კრიტიკა აღელვებთ. იტალიას აქამდე არ მიუღია გადაწყვეტილება დაესწრება, თუ არა რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ კონფერენციას, რომელიც ორშაბათს დაიწყება ჟენევაში. ავსტრალია და ჰოლანდია კონფერენციის მონაწილეთა ანტისემიტური განწობილებების გამო არიან შეშფოთებულნი და მიიჩნევენ რომ ისლამური სახელმწიფოები ამ ღონისძიებას რელიგიური შუღლის გაღვივებისათვის გამოიყენებენ.ევროკავშირი დღემდე ჭოჭმანობს, გააგზავნოს თუ არა დელეგატები გაეროს კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG