ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა  მოლაპარაკებების   შემოთავაზებას თანხმდება


სამხრეთ კორეის ორი კორეული ქვეყნის გაერთიანების სამინისტროს პრესმდივნის თქმით, სეული ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების გამართვის წინადადებას დასთანხმდა. ფხენიანმა სეულს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე კესონგის ინდუსტრიული კომპლექსის ბედის ირგვლივ მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა. კესონგის კომპლექსი რამდენიმე ქარხნისა და ფაბრიკისგან შედგება. ამ საწარმოებს კი ძირითადად სამხრეთ კორეელი ბიზნესმენები უძღვებიან. აღსანიშნავია ის, რომ ფხენიანმა გასულ თვეს კომპლექსის ტერიტორიაზე მომუშავე სამხრეთ კორეელი დააკავა ჩრდილოეთ კორეის რაჟიმის კრიტიკის ბრალდებით. მას შემდეგ სეულმა უკვე მრავალჯერ, თუმცა უშედეგოდ მოითხოვა დაკავებულთან შეხვედრის ნებართვა.


XS
SM
MD
LG