ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს



ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სამიტზე დამსწრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა სხვა ქვეყნებტან არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას ეცადა. სამიტი, რომელიც ტრინიდადსა და ტობაგოში მიმდინარეოს დღეს სრულდება. დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების ამ შეხვედრაში ამერიკის პრეზიდენტის გარდა შეერთებული შტატების პოლიტიკის ცნობილი მაკრიტიკებელი ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესიც იღებდა მონაწილეობას. გუშინ ბატონმა ჩავესმა ხელი ჩამოართვა პრეზიდენტ ობამას და სხვა ქვეყნების მიერ ლათინური ამერიკის ექსპლუატაციის პრობლემისადმი მიძღვნილი წიგნი გადასცა საჩუქრად. ვენესუელის ლიდერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა, რომ გასულ წელს ვაშინგტონიდან გაძევებული ვენესუელის ელჩი უკან დაებრუნებინათ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერს ვენესუელამ და შეერთებულმა შტატებმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს.


XS
SM
MD
LG