ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმაში რვა პოლიციელი დაიღუპა


მექსიკის უშიშროების სამინისტრო აცხადებს, რომ მექსიკის დასავლეთ ნაიარიტის შტატში პოლიციის ავტოკოლონაზე მოწყობილ თავდასხმაში რვა პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელები "ბერტრან ლეივას" ცნობილი ნარკოკორტელის დაპატიმრებული წევრის იერონიმო გამესის გამოხსნას ეცადნენ, რომელიც ბადრაგს აეროპორტიდან ციხეში რვა სხვა დაკავებულთან ერთად გადაჰყავდა. გამესი მეხიკოში დააკავეს გასულ იანვარს. სამინისტროს განცხადებით თავდამსხმელებმა პატიმრების გამოხსნა ვერ შესძლეს და მიიმალნენ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე მექსიკაში მიმდინარე ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებულ ძალადობას შვიდ ათასზე მეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG