ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საინვესტიციო ფონდისთვის 10 მილიარდი დოლარი გამოიყოფა


ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ვენ ჯიაბაომგანაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი გამოიყოფა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ფონდისთვის. მისივე განცხადებით ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს უკვე შედეგები მოაქვს. განცხადება ამის შესახებ მან ბოაოს ფორუმზე გააკეთა , თან იქვე დასძინა,რომ საინვესტიციო ფონდი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც ბატონმა ვენმა განაცხადა, გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღება ნელი და რთული პროცესია. ამასთან რეცესიას ჯერ არ დაუწყია შემობრუნება. მან აგრეთვე ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროა მსოფლიო ლიდერების მხრიდან თავდაჯერებულობა და რომელიც ამ ეტაბზე, მისი განცხადებით, „ოქროზე მეტად ფასობს“. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უკეთეს მდგომარეობაშია, რაც 580 მილიარდიდოლარისსახელმწიფო დახმარების შედეგად მოხერხდა.



XS
SM
MD
LG