ირანული წარმოშობის ამერიკელჟურნალისტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ამერიკისთვის ჯაშუშობაში ედება ბრალი. ჟურნალისტის- როქსანა საბერის ადვოკატმა სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საინფორმაციო სააგანეტოებს განუცხადა და ამასთან დასძინა რომ იგი სასამართლოს დასკვნას გაასაჩივრებს. 31 წლის ჯურნალისტი ,რომელიც ამერიკისა და ირანის მოქალაქეა, უკვე რამოდენიმე წელია ირანში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე მუშაობდა. იგი იანვარში დააკავეს , მაშინ ბრალდებად წაუყენეს ვადაგასული ჟურნალისტის აკრედიტაცია . მაგრამ აპრილის დასაწყისში ირანის სამართალდამცავებმა მას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. აცხადებენ რა, რომ საბერი ჯურნალისტის პროფესიით ინიღბებოდა და შეერთებულ შტატების დაზვერვას საიდუმლო მასალებს აწვდიდა.