დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონფერენციაზე დატვირთული დღე აქვს. ეს კონფერენცია დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის განახლებას ეძღვნება. დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი. თავდაპირველად პრეზიდენტისამხრეთ ამერიკის ქვეყნების კავშირის წევრებს შეხვდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონფერენციის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ სურვილი გამოთქვაშეერთებულ შტატებსა და კუბას შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ. კუბა ამ კონფერენციაში არ იღებს მონაწილეობას.კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ განაცხადა რომ მზად არის ვაშინგტონთან ახალი მოლაპარაკებებისთვის. პრეზიდენტი ობამა ასევე შეხვდა ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს, პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ვენესუელის პრეზიდენტმა პრეზიდეტნ ობამასთან მეგობრობის სურვილიც გამოთქვა. შეხვედრისას კონფერენციიაში მონაწილე ლიდერებმა მათ შორის ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, ნაკარაგუგიუს პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ, და არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა კირშნერმა აშშ-ის მიერკუბისთვის დადებულ 47-წლიან სავაჭრო ემბარგო გააკრიტიკეს.