ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთისა და კოსოვოს მოსახლეობას მშვიდობა სურს



სერბეთის პრეზიდენტისბორის თადიჩის განცხადებით, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად სერბეთისა და კოსოვოს მოსახლეობისთვის მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონი თადიჩი სიტყვითდღეს, კოსოვოში,სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამოვიდა. სერბეთის ლიდერიქრისტიანთა დღესასწაულზენატოს შვეულმფრენის საშუალებით ჩაფრინდა. მოგზაურობა მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაარწმუნეს კოსოვოს ლიდერი, რომ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ხელი არ შეეშალა. ბორის თადიჩი კოსოვოში გასული წლის შემდეგ პირველად გახლდათ. სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი კოსოვოში, იმ პერიოდს დაემთხვა,როდესაც სერბეთისა და კოსოვოს ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესახებ,ჰააგის საერთაშორისო სასამართლოზე ხვდებიან. შეგახსენებთ,რომ შარშან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სერბეთს უფლება მიანიჭა კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია, განსასჯელად ჰააგის სასამართლოზე გაეტანა.სერბეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, კოსოვოს ალბანელი ლიდერების მიერ მიღებული დეკლარაცია საერთაშორისო კანონს აშკარად შეუარცხყოფს. თუმცა კოსოვოს მთავრობადარწმუნებულია,რომ საერთაშორისო სასამართლო მაინც დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს.


XS
SM
MD
LG