ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მზადაა



ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროაცხადებს,რომ მზადაა ამერიკის შეერეთებულ შტატებთან , ნატოს ჯარებისთვის არა სამხედრო აღჭურვილობისა და ტვირთების ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გავლით ავღანეთში გადაზიდვის საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს. დღეს დუშანბეში საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულო იუდოშევმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

შეგახსენებთ,რომ ტაჯიკეთის პრეზიდენტმაემომალი რახმონმა თებერვლის თვეში ამერიკის მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა,თუმცა მაშინ წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა. მეზობელმა სახელმწიფომ -უზბეკეთმა მსგავს ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ თვის დასაწყისში მოაწერა ხელი.შეთანხმების საფუძველზე, უზბეკეთის ტერიტორიაზე ავღანეთისკენ მიმავალი ნატოს ჯარებისთვის განკუთვნილი საკვები, სამედიცინო დახმარება არასამხედრო აღჭურვილობა გაივლის.

შეგახსენებთ,რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტების ძიება პაკისტანის ტერიტორიაზე მეამბოხეთა თავდასხმების გაძლიერების შემდეგ დაიწყეს.


XS
SM
MD
LG