ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხმა ამერიკელმა ექსპერტმა დატოვა ჩრდილოეთ კორეა


ბირთვული საკითხების ოთხმა ამერიკელმა ექსპერტმა დატოვა ჩრდილოეთ კორეა.ამ დროს მათ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მხრიდან გაძევების ბრძანება დაიმოწმეს. გუშინ გამგზავრებამდე ადრე, გაეროს ბირთვულ ექსპერტთა ჯგუფმა ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ ობიექტზე ვიდეო კამერები და დაკვირვების სხვა აპარატურა გააუქმა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მათი გაძევების შესახებ მას შემდეგ გასცა განკარგულება, რაც გაერომ ფხენიანის მიერ 5 აპრილს რაკეტის გამოცდა დაგმო. ჩრდილოეთ კორეა ასევე გამოეთიშა ექვმსხრივ მოლაპარაკებებს, რომლებიც ფხენიანის განიარაღების საკითხის ირგვლივ იმართებოდა და განაცხადა, რომ პლუტონიუმის წარმოებას განაახლებს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ინსპექტორთა გაძევების გამო ჩრდილოეთ კორეა შესატყვის პასუხს მიიღებს.


XS
SM
MD
LG