ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიუნდაის პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება



დღევანდელ შეერთებულ შტატებში მაიკ და სილვა იშვიათობას წარმოადგენს. იგი კარგ გუნებაზე მყოფი ავტოდილერია: “ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები. ჩვენი საქმიანობა წარმატებით მიმდინარეობს იმ დროს, როდესაც მრავალი დილერი კოტრდება”. ამბობბს მაიკი.

ამერიკული წარმოების ავტომობილების გაყიდვებმა ორმოცი პროცენტით დაიკლო კორეული ჰიუნდაის გაყიდვის მაჩვენებელი კი სულ უფრო იზრდება. და სილვას თქმით, გასულ წელს მის ნიუ ჯერსის შტატში მდებარე ავტოცენტრში გაყიდვები სამოცი პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია ის, რომ ჰიუნდაის ავტომობილები შედარებით იაფია. სამხრეთ კორეული ფულადი ერთეულის ვონის კურსის დაცემამ ხელი შეუწყო ავტომობილების გაიაფებას. კომპანიის სარეკლამო პროგრამა ამერიკელ მომხმარებელს არწმუნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ განვადებით მყიდველი სამსახურს ავტომობილის ყიდვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში დაკარგავს, ჰიუნდაი ასეთ მომხმარებელს სამი თვის გადასახადს დაუფარავს. ხოლო თუ მყიდველმა ამის შემდეგაც ვერ იპოვა სამსახური, მას შეუძლია ნახმარი ავტომობილი უკან ისე დააბრუნოს, რომ ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვან. და სილვა აცხადებს, რომ სწორედ ასეტი მიდგომის წყალობით გაიზარდა გაყიდვები: "მათთვის ვინც არ არის დარწმუნებული მომავალში, იმაში შეამცირებს თუ თუ არა მათი დამსაქმებელი კომპანია სამუშაო ადგილებს. დარჩებიან თუ არა ისინი სამუშაოს გარეშე ჰიუნდაის შეთავაზება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს პაკეტი მათ ამშვიდებს და ავტომობილის ყიდვისკენ უბიძგებს". ამბობს ბატონი დე სილვა. როგორც სჩანს რეკლამამ შედეგი გამოიღო. გასულ იანვარს ჰიუნდაის კომპანიის ჩრდილო ამერიკასი მოქმედი განყოფილების მონაცემების თანახმად, გაყიდვები თოთხმეტი პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში ჰიუნდაის გაყიდვები სეერთებულ შტატებში ნახევარი პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც საერთო ინდუსტრიის მაჩვენებელი საშუალოდ ოცდათვრამეტი პროცენტით დაეცა. თუმცა ყველა მყიდველი ჰიუნდაის ავტომობილებს მომავლის სიშიდან გამომდინარე როდი ყიდულობს: "კომპანია ჰიუნდაი ძალზე კარგ გარანტიასაც გთავაზობთ. ხუთი წლისა და სამოცი ათასი მილის გავლის პერიოდში ავტომობილს რაც არ უნდა მოუვიდეს კომპანია ყველაფერს გიფარავთ. სამწუხაროდ ამერიკულ ავტომობილებს ასეთი გამძლეობა არ ახასიათებთ". გვეუბნება "ჰიუნდაის" ავტომობილის მფლობელი ენდი ვერნერი. მეორე მომხმარებელმა ლარი იუნგმა კი უკვე ჰიუნდაის წარმოების მეორე ავტომანქანა შეიძინა საკუთარი ქალიშვილისთვის. მისი თქმით ეს მანქანები ბენზინს ეკონომიურად წვავს: "ჩემი ქალიშვილი ძალზე ბევრს დადის მანქანით. თავად მე ავტომობილს ძირითადად სახლიდან დიდ მანძილზე მდებარე სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ვხმარობ. ჩვენთვის ბენზინის ეკონომიურად დახარჯვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი მანქანით კი ერთი გალონი საწვავის ხარჯზე ოცდაათ ოცდათხუთმეტ მილს გავდივარ". ამბობს ბატონი იუნგი.


მიუხედავად იმისა, რომ ჰიუნდაის მფლობელები ამერიკელ ავტომფლობელთა მხოლოდ ოთხ პროცენტს შეადგენენ, კომპანიის სარეკლამო პროგრამა სხა ავტომწარმოებლებმაც შეამჩნიეს. ამერიკულმა კომპანიამ ჯენერალ მოტორსმა განაცხადა, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ კომპანია განვადების გადასახადებს ცხრა თვის განმავლობაში დაუფარავს. ხოლო კომპანია ფორდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადასახადების ერთი წლის განმავლობაში დაფარვაა გათვალისწინებული.


XS
SM
MD
LG