ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა და მექსიკამ შეთანხმებას მიაღწიეს ურთიერთთანამშრომლობაზე ნარკობიზნესთან ბრძოლაში


მექსიკაშიოფიციალურივიზიტითმყოფმააშშ-სპრეზიდენტმაბარაკობამამდამექსიკისპრეზიდენტმაფელიპე კალდერონმა შეთანხმებას მიაღწიეს ურთიერთთანამშრომლობაზე ნარკობიზნესთან ბრძოლის, საზღვრების დაცვისა და მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შეჩერების

დარგებში. ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა მექსიკის მთავრობის ძალისხმევას

გააფართოვოს ბრძოლა ნარკო კარტელების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ აშშ-ითავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა შემცირდეს ამერიკაში ნარკოტიკებზე მოთხოვნილება და შეწყდეს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე იარაღისა და ნაღდი ფულის არალეგალური გადატანა. ეს განცხადება ობამამ მეხიკოში კალდერონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ობამამ აღნიშნა, მას სურს, რომ აშშ-ის კონგრესმა რატიფიცირება მოუხდინოს ამერიკა-მექსიკის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთამერიკაში ამერიკული იარაღის ექსპორტის შემცირებას და იმ პროგრამის დაფინანსების გაგრძელებას, რომლის ძალით ვაშინგტონმა მექსიკა უნდა უზრუნველყოს სამხედრო შვეულმფრენებით მის ბრძოლაში ნარკო-ბიზნესის წინააღმდეგ. ორივე ქვეყნის ლიდერმა გამოაცხადეს ორმხრივი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შეჩერებას და გამონაბოლქვი აირების შემცირებას.

XS
SM
MD
LG