ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საშიშროებას უქმნის ისრაელის სახელმწიფოს არსებობას



ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის საგანგებო ელჩთან ჯორჯ მიტჩელთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ საშიშროებას სამხედრო გადაწყვეტილებით ვერ მოხსნიან. პერესმა აგრეთვე დასძინა, რომ ისრაელი არ გეგმავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. საუბრისას ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროგრესი ირანთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. ამასთან ნათელი უნდა მოეფინოს იმას, არის თუ არა ეს დიალოგის რეალური მოწოდება თუ თეირანის ხრიკები. ისრაელი თავის მხრივ თვლის, რომ ირანი საშიშროებას უქმნის ისრაელის სახელმწიფოს არსებობას, რადგანაც აჰმადინეჟადმა მანამდე მოუწოდა ისრაელის განადგურებისკენ. ჯორჯ მიტჩელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება აგრეთვე პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნატანიაჰუს. ბატონი მიტჩელის განცხადებით, იგი მხარეებთან ისაუბრებს ისრაელ- პალესტინის პრობლემის გადაჭრაზე ორი სახელმწიფოს არსებობის ჭრილში.
XS
SM
MD
LG