ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი მექსიკაში მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი მექსიკაში მიემგზავრება. მეხიკოში ბატონი ოობამა მექსიკის პრეზიდენტთან ფილიპე კალდერონთან არალეგალური იმიგრაციის, საზღვრის უშიშროებასა და ნარკოდილერებთან მიმდინარე ბრძოლის შესახებ ითათბირებს. პრეზიდენტები ასევე გლობალური ეკონომიკის საკითხსაც განიხილავენ. მექსიკიდან პრეზიდენტი ობამა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სამიტზე დასასწრებად ტრინიდადსა და ტობაგოში გაემგზავრება. მექსიკაში დაძაბული სიტუაციის არსებობა შეერთებულ შტატებს ძალზე აღელვებს. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ძალადობის ტალღას უკვე შვიდი ათასზე მეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძალადობამ შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც შემოაღწია. გუშინ ამერიკის მთავრობამ ნარკობიზნესთან და არალეგალურ იმიგრაციასთან საბრძოლველი უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ყოფილი ფედერალური პროკურორი დაასახელა.


XS
SM
MD
LG