ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხედრო წვრთნის გადადებას ითხოვს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნატოს მოუწოდებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომავალი თვისთვის დაგეგმილ სამხედრო წვრთნას თავი აარიდოს. ნატოს ალიანსმა განაცხადა, რომ საქართველოში 6 მაისიდან 1 ივნისამდე ჩასატარებლად დაგეგმილ წვრთნაში ცხრამეტი ქვეყნის წარმომადგენელი ათას სამასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წვრთნა ალიანსსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო ეფექტური კოორდინირების დამყარებას ისახავს მიზნად. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად წვრთნის ჩატარება შარშან დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG