ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს საკუთარი მომავალი ნათელ ფერებში წარმოუდგენიათ


ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრი, რომელიც ჯონ ზოგბის დაარსებულია უკვე 25 წელია მუშაობს ამ სფეროში. ახლახანს აღნიშნულა ცენტრმა ამერიკული ოცნების თემაზე ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით ამერიკელებს საკუთარი მომავალი ნათელ ფერებში წარმოუდგენიათ. ათასობით ადამიანის გამოკითხვა საშუალო ამერიკელი მომხმარებლის საქციელის ანალიზს ისახავდა მიზნად ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებით. ზოგბის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს რომ 21 საუკუნეში ამერიკელთა ახალი თაობა განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, რომელსაც არ ექნება მეორე მსოფლიო და ცივი ომების გამოცდილება. ეს ხალხი, 20-დან 30-წლამდე ამერიკელები, მომავალი საზოგადოების ხერხემალს წარმოადგენენ. ისინი ტოლერანტულ გარემოში აღზრდილნი, გლობალური და და გარემოს დაცვის პრობლემებით დაინტერესებული ახალგაზრდები არიან. ჯონ ზოგბი მათ ამერიკის პირველ მსოფლიო მოქალაქეებს უწოდებს. ამ ახალგაზრდების 56% მათი წინა თაობისგან განსხვავებით ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ და თავის მშობლებთან შედარებით გაცილებით უფრო ფართო თვალსაწიერი გააჩნია. ახალგაზრდა ამერიკელები სხვა თვალით უყურებენ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს. მათ უმრავლესობას არ სურს ომი ირანთან და უფრო ადვილად შეუძლია მეგობრული ურთიერთობის დამყარება განსხვავებული კულტურის ადამიანებთან. ზოგბის ინსტიტუტის გამოკვლევა ადასტურებს რომ უცხოეთში ამერიკის შელახული სახის გამოსწორება მხოლოდ ახალი თაობის ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც პროგრესული შეხედულებები გააჩნიათ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, გარემოს დაცვის პრობლემებთან, თუ ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით. ზოგბის ინსტიტუტის დასკვნით ამერიკელები კარჩაკეტილი, მატერიალისტური, მომხმარებელი საზოგადოებიდან მსოფლიოს გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების გზაზე დგანან. ამერიკელი ახალგაზრდები არ იქნებიან გულგრილნი თუნდაც დარფურის პრობლემების მიმართ მიუხედავად იმისაც შეეძლებათ თუ არა ამ რეგიონის რუქაზე ამოცნობის უნარი. არ არის გამორიცხული რომ მომავალში ამერიკელებმა შესაძლოა დაკარგონ საკუთარი მთავრობის ნდობა. თუმცა ახლანდელი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მომავალს იმედიანად უყურებენ.


XS
SM
MD
LG