ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორ იუშჩენკო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყებნებას. არჩევნები მიმდინარე წლის მიწურულს ჩატარდება. იუშჩენკომ, რომლის პოპულარობაც ძალზე დაეცა, რუსული გაზეთის კომერსანტის კორესპონდენტებს განუცხადა, რომ იგი იმ მილიონობით უკრაინელის შეხედულებების განსახორციელებლად იბრძოლებს, რომლებიც მისეულ მომავლის ხედვას იზიარებენ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდება. უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით არჩევნები მანამდე დათქმულ ვადაზე ორი თვით ადრე 25 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტმა იუშჩენკომ საკონსტიტუციო სასამართლოში გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება. პარლამენტი ცდილობს პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვას. ამ საკითხთან დაკავშირებით კი პრეზიდენტი იყშჩენკო და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ერთმანეთს უპირისპირდებიან.


XS
SM
MD
LG