ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება


საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერები საპროტესტო ტალღის კიდევ უფრო აგორებას აპირებენ . თბილისში საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ კარვები გამართეს. ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამს საზოგადოებრივ არხის მხრიდან ერთკვირიანი აქციების იგნორირების გამო. კარვები გაშლილია პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის წინაც. ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადადგება თანამდებობიდან. პროტესტის ორგანიზატორები ადანაშაულებენ მას ავტორიტარიზმსა და აგვისტოს ომის შედეგად ორი სეპარატისტული რეგიონის დაკარგვის გამო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ამერიკა ეძებს გზებს, რათა უფრო გააღრმავოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მან ეს განცხადება მედიის წინაშე გააკეთა სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრამდე.

XS
SM
MD
LG