ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საპროტესტო აქციების მასშტაბები ფართოვდება


ოპოზიცია აცხადებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება საპროტესტო აქციები თბილისში. მოპროტესტეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის წინ საკნები ჩადგეს. ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს დემონსტრაციების იგნორირებაში სდებს ბრალს. ათასობით მოპროტესტემ პარლამენტისა დაპრეზიდენტის რეზიდენციის წინ ავლაბარში კარვები დასცეს. ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადადგება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ი ეძებს გზებს, რათა უფრო გააღრმავოს პარტნიორობა საქართველოსთან. მან ეს განცხადება გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა, სანამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებოდა.

XS
SM
MD
LG