ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ადრე ირანისთვის წაყენებულ მთავარ მოთხოვნას დღის წესრიგიდან ხსნის.


შეერთებული შტატები ადრე ირანისთვის წაყენებულ მთავარ მოთხოვნას დღის წესრიგიდან ხსნის. გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია და ევროპელი მოკავშირეები ირანის ბირთვულ პროგრამასთან შეგუებას და თეირანთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სტრატეგიიდან დიდ გადახვევად მოიაზრება. ამერიკის წინა ადმინისტრაცია თეირანს ყოველგვარი ბირთვული სამუშაოების შეწყვეტას მოსთხოვდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ იქნებოდა მზად მოლაპარაკებებისთვის. გაზეთში წერია, რომ ამერიკა და ევროპა ირანს მათთვის ბირთვული ობიექტების ინსპექტირების უფლების მიცემას მოსთხოვენ და თანხმობის შემთხვევაში თეირანის ბირთვული სამუშაოების პროცესის მიმდინარეობას აღარ შეეწინააღმდეგებიან. მსოფლიოს ექვსი უძლიერესი ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ირანის მიწვევა სურთ. ირანის მედია კი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა სასაუბროდ.


XS
SM
MD
LG