ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სეპარატისტული ქურთული ორგანიზაციის 40 აქტივისტი დააპატიმრეს


თურქეთის პოლიციამ სეპარატისტული ქურთული ორგანიზაციის 40 აქტივისტი დააპატიმრა. თურქეთის პოლიციის მიერ განხორციელებული ამ ელვისებური რეიდის დროს ქურთული დემოკრატიული საზოგადოების პარტიის თავმჯდომარის მოადგილეც დააკავეს, რომლებსაც 21 ადგილი აქვთ თურქეთის პარლამენტში. თურქეთში ქურთ პოლიტიკოსებს ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელიც 1984 წლიდან იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და თურქეთის ხელისუფლების მსგავსად საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.
XS
SM
MD
LG