ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში შეყვარებულთა წყვილი სიკვდილით დასაჯეს


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით თალიბებმა ქვეყნის სამხრეთში შეყვარებულთა წყვილი სიკვდილით დასაჯეს ქალის მიერ ქმრის ღალატის გამო. ეს ადამიანები თალიბებემა ნიმროზის პროვინციაში დახვრიტეს. ამ პროვინციის გუბერნატორის განცხადებით სასაკვდილო განაჩენი ახალგაზრდებს ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა გამოუტანეს. შეყვარებულები შინიდან გაიპარნენ, მაგრამ თალიბებმა მათ კვალს მალე მიაგნეს და შარიათის კანონის მიხედვით ამორალური საქციელისთვის დასაჯეს.ავღანეთის უმეტეს რაიონებს ამჟამად სამხედრო ბელადები აკონტროლებენ, რომლებსაც თავიანთი შარიათის სასამართლო გააჩნიათ და ისლამური კანონების მიხედვით განაგებენ ქვეყანას.


XS
SM
MD
LG