ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა  ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს


ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის რაკეტის გამოცდის დაგმობის გამო ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ბირთვულ სამუშაოებს განაახლებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. რუსეთმა ფხენიანის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო სინანული გამოხატა, ხოლო ჩინეთმა ყველა მხარეს მოთმინებისა და დაწყნარებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ ფორმალური რეზოლუციის მიღებას სწორედ მოსკოვი და პეკინი აღუდგნენ წინ.

XS
SM
MD
LG