ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საზღვრის მიდამოებში ექვსი ადამიანი დაიღუპა



ავღანელები აცხადებენ, რომ პაკისტანის საზღვრის მიდამოებში განხორციელებულ საჰაერო დაბომბვას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. ხოლო დაჭრილია თოთხმეტი კაცი. აღმოსავლეთ კუნარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ვატა პურის რაიონში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ნატოს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შეტევა ექვსი შეიარაღებული პირის წინააღმდეგ განხორცილელდა და, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ინფორმაციის გამოძიება მიმდინარეობს. შეერთებული შტატების ბრიგადის გენერალმა მაიკლ რაიანმა წუხილი გამოხატა მსვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ დაღუპულთა ოჯახებს ფულად კომპენსაციას გადასცემენ. თალიბების წინაარმდეგ საბრძოლო ოპერაციების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები, ავღანეთის მთავრობასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაძაბვას უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG