ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა  პაკისტანელების თვალში ნდობას  დაკარგავს


ამერიკის გავლენიანი სენატორის ვიზიტისას პაკისტანში, პაკისტანის მთავრობამოფიციალურად განაცხადა,რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არანაირ პიროება არ უნდა წამოაყენოს იმისათვის,რათა პაკისტანს დახმარებითვის სამომავლოდ თანხები მიეცეს. პაკისტანის პრემიერ მინისტრის უსუფ რაზა გილანის გაცხადებით, მსგავსი საქციელით ამერიკა პაკისტანელების თვალში ნდობას დაკარგავს. სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი იმ კანონის მომხრეთა შორისაა, რომლის საფუძველზეც პაკისტანს არასამხედრო დახმარება ხუთი წლის მანძილზე ერთნახევარ მილიარდამდე უნდა გაეზარდოს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც,რომ დახმარების საფასურად ,პაკისტანს სთხოვენ ტერორიზმთან და მეამბოხეებთან ბრძოლის მისამართით გარკვეული პროგრესული ნაბიჯები გადადგას წინ. შეგახსენებთ,რომ ბატონი კერი და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ისლამაბადში ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც,რომ ამერიკის შეერთებული შტატები და პაკისტანი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა , დღემდე ერთმანეთთთან ვერ თანხმდებიან.


XS
SM
MD
LG