ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო პროცესი ჩიხში მოექცა


ორმოცდათხუტმეტი წლის ტაისირ დუაიატი დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო პროცესი უკვე დიდი ხანია, რაც ჩიხშია შესული. მისმა ვაჟიშვილმა, მშენებლობაზე მომუშავე ჰუსამ დუაიატმა, გასულ წელს დასავლეთ იერუსალიმში ბულდოზერის მეშვეობით, განახორციელა შეტევა ებრაელებზე. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. ჰუსამი ადგილზე მოკლეს. ახლა კი ტაისირ დუაიატი აცხადებს, რომ მისი შვილის სახლი ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ დაანგრია:“ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ჩემმა შვილმა შეტევა განახორციელა, არამედ იმიტომ, რომ ებრაელებს ჩვენი გაძევება სურთ ამ მიწიდან”. აცხადებს ტაისირ დუაიატი.

სამშვიდობო პროცესის ხელისშემშლელ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ ისრაელელებიც და პალესტინელებიც იერუსალიმს დედაქალაქად ჩემულობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა კი უახლოეს მომავალში არ ისახება. ისრაელის ახალი მთავრობა მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს. ახალ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნატანიაჰუს წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს არსებობისათვის მხარი არასდროს დაუჭერია. ვაშინგტონი კი სწორედ ამ იდეითაა შეპყრობილი. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული. შეერთებული შტატები ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ისრაელის მთავრობაზე და თელ-ავივი პალესტინელთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ დათმობებზე წაიყვანოს. ამერიკის წარმომადგენელმა ჯორჯ მიტჩელმა პრეზიდენტ ობამას შეხედულება გააცნო ისრაელელებს:"მე ნათლად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობას". განაცხადა გასულ კვირას თურქეთში მყოფმა პრეზიდენტმა ობამამ.

შეერთებული შტატები ასევე აკრიტიკებს ისრაელის მიერ პალესტინელტა სახლების დანგრევის პრაქტიკას. მგლოვიარე და განრისხებული ტაისირ დუაიატი აცხადებს, რომ ვაჟიშვილის დაღუპვამ და სახლის დანგრევამ იკი კი არ დააშინა, არამედ განარისხა:"მე და მთელს ჩემს დიდ ოჯახსა და სანათესაოს ჯიჰადის გაგრძელება გვწყურია. ჩვენ ალ-აქსას მეზგითის, იერუსალიმის, პალესტინელთა დასაცავად და მარტვილობისთვის მზად ვართ". აცხადებს ტაისირი.


ისრაელის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ის პალესტინელი მძღოლი მოჰკლა, რომელსაც მათთვის ტაისირის ვაჟის კუთვნილი სახლის დანგრევაში ხელის შეშლა ეწადა. ამის შემდეგ პალესტინელებმა ქვები დაუშინეს ებრაელ პოლიციელებს.


XS
SM
MD
LG