ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი ქალბატონი 


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ყანდაარის პროვინციაში ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი ქალბატონი მოკლეს.სიტარა აჩკზაი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა ტერორისტებმა ჩაცხრილეს. ამასობაში ზაბულის პროვინციაში ამერიკელი სამხედროების განცხადებით კოალიციურმა ძალებმა 22 თალიბი მოკლეს. ამავე პროვინციაში კოალიციური ძალების პატრულს პარტიზანებმა ყუმბარმტყორცნებიდან აუტეხეს სროლა. საერთაშორისო ძალების სარდლობამ ავიაციის მხარდაჭერით შეძლო მოთარეშეების გაფანტვა.
XS
SM
MD
LG