ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა



ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ერაყის სალადინის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამერიკელი ჯარისკაცი ამ აფეთქებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შაბათს ბაღდადის სამხრეთში ამერიკელთა მოკავშირე სუნიტურ მილიციაზე კამიკაძის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც სუნიტი მოლაშქრეები ხელფასის მისაღებად რიგში იყვნენ ჩამდგარნი. ეს სუნიტები ადრე პარტიზანები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ამერიკელთა მხარეს გადავიდნენ და სამკვდროდ გადაეკიდნენ ალ-ყაიდას და სხვა ისლამისტ რადიკალებს.

XS
SM
MD
LG