ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა 10 სატვირთო ავტომობილი დაწვეს



პაკისტანის პოლიციის განცხადებით, თალიბებმა 10 სატვირთო ავტომობილი დაწვეს, რომლებსაც მეზობელ ავღანეთში კოალიციური ძალებისათვის ცემენტი გადაჰქონდათ. ხელისუფლების განცხადებით, სატვირთო ავტომობილები ქალაქ ფეშავარის მახლობლად მდებარე ტერმინალში დაწვეს.თალიბებმა ტერმინალის დაცვას გაუხსნეს ცეცხლი და რამდენიმე მათგანი დაჭრეს. თალიბებმა დასავლეთის კოალიციური ძალებისთვის მომარაგების გზების გადაჭრის მიზნით, ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს პაკისტანიდან ავღანეთში მიმავალ სატვირთო მანქანებზე.ამის გამო შეერთებული შტატები ავღანეთისკენ მიმავალ ალტერნატიულ გზებს ეძებს.
XS
SM
MD
LG