ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არკანზასის შტატის ქალაქ მენას ტორნადომ გადაუარა


გუშინ არკანზასის შტატის ქალაქ მენას ტორნადომ გადაუარა. სტიქიური უბედურების შედეგად , რომელიც ხუთშაბათს მოხდა 3 ადამიანი დაიღუპა და 100 სახლი დაინგრა. ოფიციალური პირების განცხადებით, შტორმის შედეგად დაზიანდა ელექტრო ხაზები და შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება ქალაქ მენაში, რომელიც არკანზასისა და ოკლოჰომას შტატების საზღვარზე მდებარეობს. მათივე განცხადებით, რეგიონი ნაომარს ჰგავს. არკანზასის გუბერნატორმა მაიკ ბიბმა სტიქიით დაზარალებულ ქალაქში30 ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო გააგზავნა. მაშველები კარდაკარ ამოწმებენ მოქალაქეებს.ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაშავებულია 24 ადამიანი. მომხდარი შტორმი ნაწილია ტორნადოების იმ სერიისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამერიკის სამხრეთისა და ჩრდილო-დასავლეთის შტატებში. ამინდის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ პარსკევს კვლავ მოსალოდნელია ერთეული ტორნადოები, ძლიერი ქარები და სეტყვა.


XS
SM
MD
LG