ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საპროტესტო  ტალღა კვლავ  მძვინვარებს



საქართველოში აქციების მეორე დღე გრძელდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ. ოპოზოციის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ დღეს დემონსტრანტები გადაკეტავენ თბილისის მთავარ ქუჩებს. ბლოკირება მოხდება აგრეთვე პრეზიდენტის კანცელარიისა და საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ მიმავალი გზებიც. თავის მხრივ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას. დღეს მან ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და აქვე დასძინა,რომ მიმდინარე პროტესტი ქართულისამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე მეტყველებს. გუშინ თბილისის ქუჩებში დაახლოებით 60 ათასი ადამიანის გამოვიდა პროტესტის გამოსახატად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა მხარეებს, რომ აიცილონ თავიდან ძალადობა. მათივე განცხადებით, მშვიდობიანი აქციები დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია.


XS
SM
MD
LG