ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში მიწისძვრის შემდეგ კვლავ პოულობენ გარდაცვლილებს


იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა კიდევ უფრო მეტი დაღუპულის ცხედრები ამოიტანეს ნანგრევებიდან.

ამ წუთისთივს დაღუპულთა რაოდენობა 275ს აღწევს.

იტალიის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 16 ბავშვია. მან ასევე დასძინა, რომ მიწისძვრამ 28 000 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ხალხი უბედურების ზონაში კარვებში ცხოვრობს და ისინი მობილურ სამზარეულოებში იკვებებიან.

გუშინ იტალიაში დაღუპულთა დასაფლავება გაიმართა. ხვალ კი უფრო დიდი სამგლოვიარო ცერემონია იგეგმება.

ამ ფონზე, რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე აცხადებს, რომ იგი მიწისძვრის ზონაში ჩავა უახლოეს მომავალში. ვატიკანი იტყობინება, რომ ეს მოგზაურობა შესაძლოა კათოლიკური აღდგომის შემდეგ შედგეს.


XS
SM
MD
LG