ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კონტრ ტერორისტული სამსახურის მაღალჩინოსანი  გადადგა თანამდებობიდან


დიდი ბრიტანეთის კონტრ ტერორისტული სამსახურის მაღალჩინოსანი დღეს გადადგა თანამდებობიდან, მას შემდეგ რაც მან შემთხვევით გაამჟღავნა საიდუმლო ოპერაციის დეტალები.ბრიტანეთის პოლიცია, როგორც ჩანს იძულებული იყო დაგეგმილზე ადრე დაეკავებინა 12 ეჭვმიტანილი . ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ლონდონის პოლიციის სამსახურის დირექტორის მოადგილე ფოტოსურათებზე იქნა აღბეჭდილი, როდესაც მას ამ საიდუმლო ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებული მასალები ეკავა ხელში. ამ ოპერაციის დეტალები, როგორც ჩანს კარგად იყო დაფიქსირებული ფოტოებზე, მათ შორის ის ფაქტი, რომ ბობ ქუიკი პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში შედის. ამ ფოტოების გამომზეურების შემდეგ, პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა ეჭვმიტანილები. ესენი არიან 10 პაკისტანელი მამაკაცი, რომლებსაც სტუდენტური ვიზები აქვთ და კიდევ ორი ადამიანი.პოლიციის რეიდი რამდენიმე ადგილას მოეწყო, მათ შორის მანჩესტერში მდებარე ინტერნეტ კაფეში და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა ჯაკი სმითმა პოლიციის საქმიანობას დადებითთ შეფასება მისცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სერიოზული ტერორისტული საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.


XS
SM
MD
LG