ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის სამხრეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰელმანდის პროვინციის გამგებლობა აცხადებს, რომ ქალაქ ლაშქარ ღაში პოლიციის ავტოკოლონაზე განხორციელებულ ამ თავდასხმაში ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეჭვობენ, რომ ტერაქტი თალიბებმა მოაწყეს, რომლებიც საბრძოლო ოპერაციების დასაფინანსებლად რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობას ეწევიან. პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკელები იძიებენ მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც ავღანელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ხოსტის პროვინციაში განხორციელებული რეიდის დროს ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალი და ახალშობილი გამოასალმეს სიცოცხლეს. მანამდე ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის მსვლელობისას ოთხი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს.


XS
SM
MD
LG