ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უმუშევრობამ უახლოეს ისტორიაში არნახულ სიმაღლეს მიაღწია


შეერთებულ შტატებში უმუშევართა რაოდენობამ უახლოეს ისტორიაში არნახულ სიმაღლეს მიაღწია. შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადღეისოდ ამერიკაში უმუშევართათვის გათვალისწინებულ დახმარებას ხუთი მილიონ რვაასი ათასი ადამიანი იღებს. უკვე ორ თვეზე მეტია რაც უმუშევრობის მაჩვენებელი უწყვეტად იზრდება. კომერციის დეპარტამენტის გამოკვლევის თანახმად კი შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. იმპორტსა და ექსპორტს შორის განსხვავება საკმაოდ შემცირდა და ახლა მხოლოდ ოცდარვა პროცენტს აღწევს. სავაჭრო დეფიციტი გასულ თებერვალს ოცდაექვს მილიარდ დოლარამდე შემცირდა. იმპორტმა საგრძნობლად დაიკლო, ხოლო ექსპორტი კი ნელ-ნელა მატულობს.

შეერთე


XS
SM
MD
LG