ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მოლდოვას შინაგან საქმეებში ერევა


რუსეთი მოლდოვას შინაგან საქმეებში ერევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვაში მომხდარი არეულობა უცხოეთის ჩარევითაა გამოწვეული და ევროკავშირსა და რუმინეთს მოლდოვას სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდა. ლავროვის განცხადებით, კიშინიოვში მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილეები რუმინეთის დროშებს აფრიალებდნენ. ხალხი პარლამენტის სენობასა და პრეზიდენტის ოფისსი შეიჭრა. დემონსტრაციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ კომუნისტებმა გასულ კვირა დღეს ჩატარებული საპაროლამენტო არჩევნების გაყალბების მეშვეობით გაიმარჯვეს. მოლდოვას მთავროვა კი დარწმუნებულია, რომ დემონსტრაციის მონაწილეებს მთავრობის დამხობა და რუმინეთთან გაერთიანება ჰქონდათ დაგეგმილი. რუმინეთი უარყოფს ყოველგვარ მონაწილეობას მოლდოვას არეულობებში. თუმცა მიუხედავად ამისა მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა რუმინეთის ელჩი მაინც გააძევა და ბუხარესტიდან კი საკუთარი ელჩი გამოიწვია. ასევე მოლდოვას მთავრობამ რუმინელი ჟურნალისტების დევნასაც მიჰყო ხელი.


XS
SM
MD
LG