ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია თბილისში


თბილისში მიმდინარე ხალხმრავალი დემონსტრაციის მონაწილეები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ცვლილებების მშვიდობიანი გზით მიღწევისკენ მოუწოდა. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ კი პატიება სთხოვა დამსწრე საზოგადოებას 2007 წლის გამოსვლების დარბევის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარულ მმართველობასა და რუსეთის წინააღმდეგ კატასტროფულ ომში ჩათრევაში სდებს ბრალს. უფრო ადრე კი 1989 წლის ცხრა აპრილის მსხვერპლთა საპატივცემულოდ გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტი თავად შეუერთდა ოპოზიციის ლიდერებს.

.

XS
SM
MD
LG