ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია არ აპირებს დღევანდელი მასობრივი ანტი-სამთავრობო აქციის წინააღმდეგ რაიმე ზომების გატარებას. თუმც, მანვე აღნიშნა, რომ პოლიცია არ ჩაერევა ამ მანიფესტაციაში თუ საფრთხე არ შეექმნა ვინმეს სიცოცხლეს და თუ ადგილი არ ექნება ძალისხმევას შეიჭრან სამთავრობო შენობებში. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის სახ-დეპი მხარეებს მოუწოდებს არ დაუშვან ძალმომრეობა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამშვიდობო მანიფესტაციები დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG