ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა იაპონიას ემუქრება


ჩრდილოეთ კორეა იაპონიას ემუქრება, რომ ტოკიომ ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევების შეგროვება არ გაბედოს. ჩრდილოეთ კორეის არმია დაიმუქრა, რომ იაპონიის მიერ ნამსხვრევების შეგროვების ყოველგვარ მცდელობას პროვოკაციად და ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტის შელახვად აღიქვავს. იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ფხენიანის ქმედებაზე სერიოზული გამოპასუხებისკენ მოუწოდეს. თუმცა საბჭოს მუდმივი წევრები ჩინეთი და რუსეთი უფრო ლმობიერ მიდგომას ემხრობიან. ფხენიანი აცხადებს, რომ გამოპასუხებას არ დააყოვნებს იმ შემთხვევაში თუ უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს გადადგავს.


XS
SM
MD
LG