ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პატრიარქმა 9 აპრილს სიმშვიდისკენ მოუწოდა მხარეებს


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ოპოზიციამ კი მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანი ფორმები.

ოპოზიცია 100 000-ზე მეტი ადამიანის მისვლას ვარაუდობს საპროტესტო მიტინგზე, რომელიც 9 აპრილს თბილისის ცენტრში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გაიმართება.

ოპოზიციის ლიდერები ბატონ საკაშვილს დემოკრატიული ფასეულობების ღალატსა და რუსეთთან დამანგრეველი ომის წარმოებაში ადანაშაულებენ.


XS
SM
MD
LG