ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უმანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უმანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ინცინდენტის შედეგად 8 ადამინი დაიღუპა და 14 დაშავდა. როგორც პოლიცია იტყობინება თავდასხმა კადჰიმის ოლქში მეჩეტზე განხორციელდა.

ამას გარდა ორშაბათს ერაყის დედაქალაქში უმეტესად შიიტთა უბნებში აფეტქებების სერია მოხდა, და სავარაუდოდ 34 ადამიანის სცოცხლე იმსხვერპლა და 100-მდე დაიჭრა.

თავდასხმები გახშირდა შიიტ მთავრობასა და სუნიტ პარლამენტარებს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. მიუხედავად მომხდარი ფაქტებისა ზოგადად ძალადობა ერაყში შემცირებულია. 2011 წლისთვის ამერიკა გეგმავს ჯარის სრულიად გაყვანას.

XS
SM
MD
LG