ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის ქალაქ ლაქუილაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად  დაღუპულთა რიცხვმა 200 ს მიაღწია


გუშინ იტალიის ქალაქ ლაქუილაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ს მიაღწია.

4,9 მეათედი ბალის სიხშირის მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 100 კილომეტრის დაშორებით რომშიც კი იგრძნობოდა. მაშველები და სიკვდილს გადარჩენილი მოსახლეობა ნანგრევებში მოყოლილ დაზარელებულებს ეძებენ. იტალიის პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის განცხადებით ამ დროისათვის დაღუპულია 207 და 15 -ს კვლავ ეძებენ. 150 ადანიანი უვნებლად გამოყვანეს ნანგრევებიდან. მიწისძვრა ორშაბათს ალიონამდე რამოდენიმე საათით ადრე მოხდა. პრემიერმა პირობა დადო რომ უყურადღებოდ არავის დატოვებენ , მან გადასდო ვიზიტი რუსეთში და გამოაცხადა აბრუცოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა. ეს რეგიონი ყველაზე მეტად დაზეარალდა მიწისძვრისგან. სახლები დაინგრა , ზოგი კი მიწასთან გასწორდა.

XS
SM
MD
LG