ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით ქალბატონი მერკელი ავღანეთში მყოფ გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა. ყუნდუზის სამხედრო ბაზას ქალბატონი მერკელის ვიზიტის შემდეგ თალიბებმა ორი რაკეტა ესროლეს.

საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში 3800 გერმანელი ჯარისკაცი იბრძვის ავღანეთში თალიბთა წინააღმდეგ. აგვისტოში მათ კიდევ 600 გერმანელი ჯარისკაცი შეურთდებათ.

ავღანეთში იმყოფებიან შეერთებული შტატების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი მაიკ მალენი. ავღანეთის ხელისუფლებასთან შეხვდრის შემდეგ ამერიკელი დიპლომატები პაკისტანში გაემგზავრებიან.

ამერიკელი ადმირალი დარწმუნებულია რომ დამატებითი ჯარების გადასროლა ავღანეთში სტაბილობის დამყარებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ახალ სტრატეგიას ავღანეთში ნატო მოწონებით სეხვდა, ეს ორგანიზაცია

XS
SM
MD
LG