ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  სომალის მეკობრეებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ 4 გემი გაიტაცეს


სომალის მეკობრეებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ 4 გემი გაიტაცეს. მეკობრეებმა ბრიტანული სატვირთო ხომალდი, ფრანგული იახტა, ტაივანური თევზსაჭერი გემი და იემენის კუთვნილი გემი ჩაიგდეს ხელში.

ტაივანული თევზსაჭერი გემი მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში სეიშელის კუნძულების მახლობლად გაიტაცეს. სომალელმა მეკობრეებმა შაბათს გერმანული ხომალდი ჩაიგდეს ხელში რომელიც კონტეინერებით იყო დატვირთული და მისი 24 კაციანი ეკიპაჟი დაატყვევეს.

უკანასკნელი წლინახევრის განმავლობაში სომალელლმა მეკობრეებმა რამდენიმე ათეული გემი ჩაიგდეს ხელში და გამოსასყიდის სახით მილიონობით დოლარი აიღეს


XS
SM
MD
LG