ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ხალხის ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი.

მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან 110 კილომეტრის დაშორებით ქალაქ აკვილას მახლობლად მდებარეობდა. მიწისძვრა რიხტერის შკალით 6,3 ბალის სიძლიერის იყო. იტალიის ხელისუფლების განცხადებით აბრუცოს რაიონში 110000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გააუქმა თავისი ვიზიტი რუსეთში და სტიქიით დაზარალებულ რაიონში გაემგზავრა. ბატონი ბერლუსკონის განცხადებით მიწისძვრის შედეგად 1500 ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG